Sunday, April 17, 2016

მეცხრე დღე

ტრენინგმა საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. სერთიფიკატი ავიღე, ძალიან კმაყოფილი ვარ, მადლობთ ბატონო დავით!!!

Saturday, April 16, 2016

დღე მერვე

დღეს ვისაუბრეთ შესასრულებელ დავალებათა ნუსხაზე. გავეცანით პროგრამებს, რომლებიც დაგვეხმარება გაკვეთილების და პროექტების დასაგეგმად.ვისწავლეთ იუთიბიდან ვიდეოების გადმოწერა. დაწვრილებით გავეცანით აპლიკაციების დანიშნულებას. ძალიან საინტერესოა. მადლობა ბატონო დავით.

Sunday, April 10, 2016

დღე მეშვიდე

დღეს შევისწავლეთ როგორ გავაკეთოთ კითხვარი, შევქმენით სხვადასხვა ტიპის კითხვარები,ვისაუბრეთ შესასრულებელ დავალებებზე

Saturday, April 9, 2016

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე დამღლელი იყო, ინტერნეტმა გაგვაწვალა,მაგრამ მაინც მოვახერხეთ შეგვესწავლა როგორ გამოვიყენოთ დრაივი და როგორ განვათავსოთ ჩვენი დავალებები საკუთარ ბლოგზე (დრაივის საშუალებით).

Sunday, April 3, 2016

დღე მეხუთე

ვისწავლე როგორ გავამრავალფეროვანო ჩემი პრეზენტაციები.
გავეცანი რეფლექსიებს, შეფასების ფორმებს.
ტრენინგი შინაარსიანია და დატვირთული. მადლობა ბატონო დავით.

Saturday, April 2, 2016

დღე მეოთხე

შევისწავლე აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის.
გავეცანი ინფორმაციას საავტორო უფლებათა მოპოვების შესახებ.
ვისწავლე როგორ ვაქციო სურათი ფოტოდ.

Sunday, March 20, 2016

მესამე დღე

ვისწავლეთ სერთიფიკატების, ბროშურების, სიგელების გაკეთება.
ვიმუშავეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზე.